Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 8 სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებები. 1. სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. სპეციალური სამსახურები ვალდებული არიან: ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ყველა საჭირო ქმედება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანების შესასრულებლად; ბ) განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იურიდიული პირის უფლებები, პატივი სცენ პიროვნების ღირსებას; გ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები. 3. სპეციალურ სამსახურებს უფლება აქვთ: ა) ღიად ან/და ფარულად ჩაატარონ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლით დაამყარონ ურთიერთობა მოქალაქეებთან, რომელთაც ნებაყოფლობით განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ სპეციალურ სამსახურებს; გ) შექმნან და გამოიყენონ საინფორმაციო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანათა შესრულებას; დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით გამოიყენონ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობები, ქონება, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სადგომები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება; |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 8 ე) კონსპირაციის მიზნით გამოიყენონ დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სპეციალური სამსახურების თანამდებობის პირთა ვინაობა, დანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ სამსახურებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე. |