FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  97

საავიაციო უშიშროება.
1. საავიაციო უშიშროება არის სამოქალაქო ავიაციის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაცვა, რომელიც მიიღწევა ღონისძიებათა კომპლექსით, ადამიანური და მატერიალური რესურსების ერთობლიობით.
2. საქართველო, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წევრი სახელმწიფო, ვალდებულია შეასრულოს „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის, საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1970 წლის 16 დეკემბრის ჰააგის საერთაშორისო კონვენციის, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის 1971 წლის 23 სექტემბრის მონრეალის საერთაშორისო კონვენციის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ ოქმის, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების შესახებ“, „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ 1991 წლის 1 მარტის მონრეალის კონვენციის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები და განახორციელოს ღონისძიებები რეკომენდებული პრაქტიკის დასანერგად.
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  97

მუხლი 98. საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობა 1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის განმახორციელებელი უცხო ქვეყნების ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკისა და შესაბამისი პროცედურების გამოყენებით, უსაფრთხო ფრენების განხორციელებისათვის.
2. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა არის საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის უზრუნველმყოფი წესებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია სახელმწიფოში საავიაციო უშიშროების მაღალი დონის უზრუნველყოფა.
4. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა არეგულირებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში ჩართული საავიაციო უშიშროების პერსონალის შერჩევისა და მომზადების საკითხებს, აგრეთვე იმ პირთა მომზადების საკითხებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადება ესაჭიროებათ.
6. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
7. სააგენტო უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობას და ახორციელებს აეროდრომების ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი პირების, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების), აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების და საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირების საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტისთვის.
8. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს, ამ კოდექსის 81 მუხლით მინიჭებული უფლებების გარდა, ასევე აქვს უფლება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეიტანოს საჭირო მოწყობილობები, მათ შორის, რადიოკავშირის საშუალება, ფოტო-, ვიდეო- და აუდიოაპარატურა, აგრეთვე საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული საგნები, კერძოდ, იმიტირებული იარაღი და იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.