Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 73 წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პრივილეგია. 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება: ა) სამუშაო ადგილი, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო სამსახურში და იმავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებაში არსებული შრომის ანაზღაურება; გ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები. 2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს ან პირს, რომელმაც დაასრულა იგი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაუფინანსდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი. 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით. 4. სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან. |
თავდაცვის კოდექსი article 73 5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით. 6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეძლევა შრომის ანაზღაურება საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება აღარ მიეცემა. აღნიშნულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ის საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში არსებულ შრომის ანაზღაურებაზე მეტია. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული/ჩარიცხული პირის შრომის ანაზღაურების თაობაზე. |