FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  21

დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების საფუძვლები და პროცედურა.
1. სამინისტრო არეგისტრირებს მასობრივად შემოსულ პირებს და იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მასობრივად შემოსულ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების მიზნით გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი პირს 1 წლის ვადით ენიჭება. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში ეს სტატუსი შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.
4. მასობრივად შემოსულ პირთა რეგისტრაციის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი გადასცემს მათ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მათთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ტერიტორიაზე მათ კანონიერ ყოფნას.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  21

5. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს, მიმართოს სამინისტროს მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
6. უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ან სამინისტროს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.