Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გარემოს დაცვის შესახებ article 18 გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირება. 1. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების მიზანია უნარჩენო, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები, ეკოლოგიურად სუფთა, მცირენარჩენიანი საუკეთესო ტექნოლოგიისა და ტექნიკის დამუშავებისა და დანერგვის, მეორადი ნედლეულის გამოყენების, ეფექტური გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რაც შეიძლება განხორციელდეს: ა) რეკლამით გარემოს დაცვის საკითხებზე; ბ) საგადასახადო შეღავათით; გ) შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტით. 2. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. საგადასახადო შეღავათი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ საქართველოს კანონით. |