Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ article 10 სახელმწიფო კომისია. 1. სახელმწიფო კომისია: ა) პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გამოიტანს დასკვნას; ბ) უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად პირთა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე განაწილებას; გ) იხილავს პირის განცხადებასა და საჩივარს; დ) იღებს გადაწყვეტილებას პირის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ცვლილების საკითხზე; ე) იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, იღებს ამ სამსახურის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი მინისტრის ბრძანებით. 2. სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს, ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სფეროებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე არსებულ შესაბამის სუბიექტებს შესთავაზოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად შერჩეულ პირთა კანდიდატურები. 3. შესაბამისი სუბიექტები სახელმწიფო კომისიას ყოველწლიურად აწვდიან სათანადო მონაცემებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2557 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. |