FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  36312

პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გაუქმება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს შეზღუდულქმედუნარიანი პირის, მისი მზრუნველის ან ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გაუქმების შესახებ. მუხლი 363-13. განცხადების დასაშვებობა პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 363-14. განცხადების სასამართლოში შეტანა 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.
2. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  36312

მუხლი 363-15. განცხადების შინაარსი 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:
    ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება;
    ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით;
    გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას;
    დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
    ე) განმცხადებლის მოთხოვნა;
    ვ) განმცხადებლის შუამდგომლობა – არსებობის შემთხვევაში.
2. განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში.
3. პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  36312

მუხლი 363-16. განცხადების წარმოებაში მიღება 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში.
3. განცხადების სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად შეტანის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და განმცხადებელს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო განცხადებას წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს განმცხადებელს უბრუნებს.
4. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  36312

მუხლი 363-17. დროებითი მხარდაჭერა 1. სასამართლო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქმის წარმოების დასრულებამდე დანიშნოს დროებითი მხარდამჭერი, თუ მიიჩნევს, რომ იმ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი მიადგეს.
2. დროებითი მხარდამჭერი შეიძლება იყოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი.
3. დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ განცხადებას სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. მხარის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ დროებითი მხარდაჭერის დაწესების საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
4. დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  36312

მუხლი 363-18. განცხადების განხილვა 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
2. თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ.
3. იმ პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვა სხვა დროისთვის გადადოს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
4. განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.