FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  86

თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა.
1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
21. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
22. ამ მუხლის 2-1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  86

5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  86

9. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
10. 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
11. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  86

12. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
13. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ნადირობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
15. ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე ნადირობისას ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  86

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
17. ნადირობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
19. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
20. იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით ნადირობა, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-13–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), –
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  86

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით.
1. ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ არ არის გაცემული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  86

2. თუ ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნადირობის განმახორციელებელ პირს თან არ აქვს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტი, სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთმევა ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მისი დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდება საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-12 ნაწილებისა) გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები და, თუ მისი/მათი მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ არის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ორგანო უფლებამოსილია მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები დადგენილი წესით დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ გაანაწილოს სოციალური მიზნებისათვის, ხოლო თუ მოპოვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს/ობიექტებს საკვებად უვარგისობის დამადასტურებელი ნიშნები ახასიათებს (შეცვლილი აქვს ჩვეული ფერი ან/და აღენიშნება ჯანსაღი პროდუქციისათვის უჩვეულო, უსიამოვნო სუნი) – დაუყოვნებლივ გაანადგუროს იგი/ისინი დამარხვით ან შესაბამის ინსინერატორში დაწვით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  86

4. თუ ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის საბოლოო გადაწყვეტილებით პირს დაუბრუნდება ჩამორთმეული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები, ეს პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ცხოველთა სამყაროს ობიექტის/ობიექტების ჩამორთმევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. თევზჭერის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  86

6. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ გარემოში.