FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  232

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების გამომრიცხავი გარემოებები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა შეწყდეს:
    ა) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობს;
    ბ) იმ პირის მიმართ, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის 16 წელი არ შესრულებია;
    გ) თუ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების ან უმოქმედობის ჩამდენი პირი შეურაცხია;
    დ) თუ პირი უკიდურესი აუცილებლობის ან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდა;
    ე) თუ მიღებული ამნისტიის აქტი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;
    ვ) თუ გაუქმდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;
    ზ) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისთვის გასულია ამ კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადები;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  232

თ) თუ არსებობს იმავე ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ კომპეტენტური ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ამხანაგური სასამართლოს გაუუქმებელი გადაწყვეტილება, თუ  ამხანაგურ სასამართლოს მასალები იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა) გადასცა, რომელსაც აქვს მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება, ან გაუუქმებელი დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ამავე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებობისას;
    ი) თუ პირი, რომლის მიმართაც დაწყებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გარდაიცვალა;
    კ) თუ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსასრულებლად არ მიქცეულა ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილ ვადაში, ხოლო საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება აღსასრულებლად არ მიქცეულა ამ კოდექსის 288-6 მუხლით დადგენილ ვადაში;
    ლ) საურავის დარიცხვის შემთხვევაში, თუ საჯარიმო ქვითარი არ ჩაბარებულა ამ კოდექსის შესაბამისად.