Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 11 განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები. 1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი უფლებამოსილია მის საქმიანობაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში შეისწავლის და საქართველოს მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონის დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების შემაფერხებელი სხვა გარემოებების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში უფლება აქვს, მაკონტროლებელი ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა. |