Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ article 6 აკადემიის საერთო კრება. 1. აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომლის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და აკადემიის სტიპენდიატები. 2. აკადემიის საერთო კრება: ა) ამტკიცებს აკადემიის წესდებასა და აკადემიის სტრუქტურას აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტების სიითი შემადგენლობის (შემდგომ − სიითი შემადგენლობის) უმრავლესობით; ბ) განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; გ) აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა (შემდგომ − განყოფილება) აკადემიკოს-მდივნებს და აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; დ) ვადამდე გამოიწვევს აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის 3/5-ით; ე) იხილავს და ამტკიცებს აკადემიის წლიურ ანგარიშს და წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე; |
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ article 6 ვ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს, საპატიო აკადემიკოსებს, აკადემიის უცხოელ წევრებსა და აკადემიის სტიპენდიატებს; ზ) იხილავს სამეცნიერო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. აკადემიის საერთო კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 4. აკადემიის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც. |