Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 236 დებულებები და წესები. 1. პარლამენტის აპარატის, მისი დეპარტამენტების, მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის დებულებებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. პარლამენტის კომიტეტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელსა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 236 5. პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსისა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. პარლამენტის აპარატში დასაქმებულ სხვა პირებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 6. პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და პარლამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. 7. პარლამენტის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის აპარატის დებულებით, პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაოს აღწერილობით. 8. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებებით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 236 9. სამუშაოთა აღწერილობებს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით, ხოლო კომიტეტების აპარატებში – შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 10. დასაშვებია პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 11. პარლამენტის აპარატის უფროსი ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში ექსკურსიების ჩატარების წესს. |