Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 13 სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განადგურება. 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი შინაარსის სრულად ან ნაწილობრივ აღდგენა. 2. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ ნადგურდება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან სხვა უკიდურესად გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის სათანადო დაცვის უზრუნველყოფა და არსებობს მისი გამჟღავნების ან დაკარგვის ფაქტობრივი საფრთხე, სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაანადგუროს. 4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განადგურების პროცედურა განისაზღვრება „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“. |