Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 87 არასრულწლოვნის ოჯახთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა # # # # # #. 1. არასრულწლოვან მსჯავრდებულს აქვს ოჯახთან და გარე სამყაროსთან ხშირი და რეგულარული კონტაქტის უფლება. კერძოდ, მას უფლება აქვს: ა) ჰქონდეს თვეში 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ბ) ჰქონდეს წელიწადში 4 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 6 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; გ) თვეში ჰქონდეს საკუთარი ხარჯით 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი; დ) ჰქონდეს თვეში 4 ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 2 დამატებითი ვიდეოპაემანი; ე) შეუზღუდავად მიიღოს წერილები, ამანათები და გზავნილები. ამასთანავე, ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ამ კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ვ) ისარგებლოს პირადი ტელევიზორითა და რადიომიმღებით; ზ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 87 2. არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს თვეში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემანი, აგრეთვე პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში (გარდა პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვისა) − 1 ხანგრძლივი პაემანი. მას ასევე უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს თვეში არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, და შეუზღუდავად მიიღოს წერილები და ამანათები. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 21. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 87 22. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით/მე-2 ნაწილით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით. 23. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე მეტი სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით, აღნიშნული დაწესებულების ინფრასტრუქტურისა და საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გათვალისწინებით. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 87 24. განსაკუთრებული გარემოების (არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელსაც შეზღუდული არ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის არასრულწლოვანს უფლება აქვს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირების გარდა, მისი კანონიერი წარმომადგენლისა და პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით შეხვდეს აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს. 4. არასრულწლოვნის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას პატიმრობის დაწესებულება და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის შეუფერხებელ კონტაქტს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. |