FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  6

სტატისტიკური ტრანსფერი საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს შორის.
1. საქართველო და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარე შეიძლება შეთანხმდნენ და განახორციელონ ღონისძიებები განახლებადი წყაროებიდან მიღებული განსაზღვრული რაოდენობის ენერგიის სტატისტიკური ტრანსფერისთვის საქართველოდან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან საქართველოში. გადაცემული ენერგიის რაოდენობა:
    ა) უნდა გამოაკლდეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, რაც გაითვალისწინება სტატისტიკური ტრანსფერის განმახორციელებელი ქვეყნის მიერ სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დროს;
    ბ) უნდა დაემატოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, რაც გაითვალისწინება სტატისტიკური ტრანსფერის მიმღები ქვეყნის მიერ სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დროს.
2. საქართველოს მიერ სტატისტიკური ტრანსფერის განხორციელებისას ამ ტრანსფერმა უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაზე.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  6

3. სტატისტიკური ტრანსფერი შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ ღონისძიების შესახებ უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მისი განხორციელების თითოეული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის გაგზავნილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს გამოყენებული ენერგიის რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციას.
4. სტატისტიკური ტრანსფერი ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასში ჩართული ენერგეტიკული გაერთიანების ყველა ხელშემკვრელი მხარე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეატყობინებს ამ სტატისტიკური ტრანსფერის შესახებ.
5. ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოში ან საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე განხორციელებულ სტატისტიკურ ტრანსფერებზე.