Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 111 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გარდაცვალება. 1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წილი დაემატება სხვა პარტნიორების წილებს. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეებს უნდა გადაუხადოს ამ კანონის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ წესდებით გათვალისწინებულია, რომ გარდაცვლილი პარტნიორი მისმა მემკვიდრემ უნდა ჩაანაცვლოს, ყოველ მემკვიდრეს შეუძლია მიიღოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, იმის მიხედვით, მიენიჭება თუ არა მას კომანდიტის სტატუსი და მიიჩნევა თუ არა გარდაცვლილი პარტნიორის შენატანიდან მისი კუთვნილი წილი საკომანდიტო შენატანად. 3. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომანდიტის წილი მოგება განისაზღვრება გარდაცვლილი პარტნიორის შენატანიდან მემკვიდრის კუთვნილი წილის მიხედვით. 4. თუ დანარჩენი პარტნიორები არ დაეთანხმებიან გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრის კომანდიტად დარჩენას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტი. |
მეწარმეთა შესახებ article 111 5. გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრემ შეიძლება შესაბამისი განცხადება გააკეთოს მემკვიდრეობის მიღებიდან 6 თვის ვადაში. თუ მემკვიდრე არ შედის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელი პარტნიორი, იგი პასუხს აგებს ამ საზოგადოების იმ ვალებისთვის, რომლებიც მისი სტატუსის გარკვევამდე წარმოიშვა, და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი იმ წესების შესაბამისად, რომლებიც საანდერძო დანაკისრისთვის მემკვიდრის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. 6. თუ პარტნიორობა გარდაცვლილი პარტნიორის რამდენიმე მემკვიდრეს სურს, ისინი თანაპარტნიორები იქნებიან. 7. გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრის მიერ მისი კომანდიტის სტატუსით ჩანაცვლება იწვევს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კომანდიტურ საზოგადოებად გარდაქმნას, რაზედაც არ ვრცელდება ამ კანონით სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციისთვის დადგენილი ნორმები. კომანდიტური საზოგადოება ვალდებულია უზრუნველყოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კომანდიტური საზოგადოების მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობა გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრის მიერ მისი კომანდიტის სტატუსით ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში. |