FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  5

1. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს წერილობით მიმართვას წარუდგენს.
2. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს ამ ლიცენზიის მაძიებლის შესახებ შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:
    ა) სადამფუძნებლო დოკუმენტები;
    ბ) კომერციული ბანკის ცნობა ნებადართული კაპიტალისა და განაღდებული კაპიტალის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს ნებადართული კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის თაობაზე. უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალი ან შვილობილი მიკრობანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის/მიკრობანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;
    გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი;
    დ) მისი ადმინისტრატორებისა და მმართველი ორგანოების (დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს) ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინდივიდუალური და ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  5

ლ) უცხოური მიკრობანკის ფილიალის ან შვილობილი მიკრობანკის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;
    მ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ფილიალი;
    ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. 3.  მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს), აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას:
    ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსურ ინსტიტუტებში ამჟამად ან წარსულში არსებული წილების ოდენობისა და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაციას;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  5

ა) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და დირექტორატის წევრთა სამუშაოს აღწერილობას;
    ბ) კორპორაციული მართვის პრინციპებს;
    გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს;
    დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს;
    ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესგეგმით გათვალისწინებულ საბიუჯეტო გეგმაზე დაყრდნობით;
    ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას;
    ზ) ბიზნესგეგმას. იგი უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ საქმიანობას და შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ზ.ა) ბიზნესსტრატეგიას; ზ.ბ) ბიზნესსტრატეგიაზე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის პოტენციური გავლენის შესახებ ინფორმაციას; ზ.გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერას და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას; ზ.დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული სცენარების გათვალისწინებით, მომდევნო 3 წლისთვის; ზ.ე) ბიზნესსა და მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს; ზ.ვ) საწყის ეტაპზე დასანერგი საინფორმაციო ტექნოლოგიების მინიმუმს და მათი მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  5

6. უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის ან შვილობილი მიკრობანკის ლიცენზირების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
    ა) სათავო ბანკის/მიკრობანკის ბოლო 3 წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებასა და მოგება-ზარალის თაობაზე ანგარიშგებას;
    ბ) სათავო ბანკის/მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წერილობითი მიმართვის წარდგენის შესახებ;
    გ) სათავო ბანკის/მიკრობანკის საზედამხედველო ორგანოს დასტურს საქართველოში ფილიალის/შვილობილი მიკრობანკის გახსნაზე. 7.  მიკრობანკი, აგრეთვე მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერი, ისე შუალედური მფლობელი და ბენეფიციარი მესაკუთრე ვალდებული არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინონ მას ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი განახლებული ინფორმაცია.
8. მიკრობანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ისეთი ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია მიკრობანკის აქციონერების ან/და ადმინისტრატორების შესაფერისობაზე, აგრეთვე მიკრობანკის ლიცენზირების სხვა პირობებთან/კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, წინასწარ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  5

9. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები აგრეთვე აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული უნდა იყოს. ამასთანავე, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემას არ ითვალისწინებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამის დამადასტურებელი, უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  5

ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი); ვ)  მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში − 20 უმსხვილესი აქციონერის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების ოდენობისა და ტიპის შესახებ ინფორმაცია;
    ზ) (ამოღებულია - 15.12.2023,  №4018);
    თ) მისი სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის, და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
    ი) მისი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
    კ) ინფორმაცია წარსული საქმიანობის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად;
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  5

ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო ეს პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს); ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას;
    ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ) აუდიტორის მიერ აუდიტირებულ უახლესი პერიოდის (კვარტალის) ფინანსურ ანგარიშგებას. თუ იურიდიული პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ეს პირები ბოლო 10 წლის განმავლობაში.
4. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის, და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.
5. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: