Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 21 მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი. 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტის მახასიათებლები. 2. მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტზე არ გავრცელდება ამ კანონის: ა) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, თუ გადახდის ოპერაციის უარყოფა გამოწვეულია თავად ინსტრუმენტის მახასიათებლებით; ბ) 26-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების შესრულების ვადები; გ) 29-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების გამოთხოვის უფლება საგადახდო დავალების გადაცემის შემდგომ ან/და გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მიმღებისთვის თანხმობის მიცემის შემდგომ; დ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტს არ აქვს ოპერაციების შეზღუდვის ან/და დაბლოკვის საშუალება; ე) 32-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებისა და 33-ე მუხლის პირველი−მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ანონიმურად ან, ინსტრუმენტის თავისებურებებიდან გამომდინარე, პროვაიდერს არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ გადახდის ოპერაცია ავტორიზებულია. |