Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გარემოს დაცვის შესახებ article 20 გარემოსდაცვითი აუდიტი. 1. გარემოსდაცვითი აუდიტი წარმოადგენს საქმიანობის სუბიექტის მიერ გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარემოს დაცვის ნორმების (თვით საქმიანობის სუბიექტის მიერ დადგენილის ჩათვლით) შესრულებისა და ბუნებათსარგებლობის სისტემის მართვის ეფექტურობის ანალიზს, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს და ტარდება საქმიანობის ეკოლოგიური შეფასებისა და მოხმარებული ბუნებრივი რესურსების დანაკარგების, გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და ნარჩენების მინიმიზაციის გზებისა და საშუალებების გამოვლენის მიზნით. 2. გარემოსდაცვითი აუდიტი ტარდება საქმიანობის სუბიექტის ინიციატივით ან სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში. 3. გარემოსდაცვით აუდიტთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სამინისტრო, თუ გარემოსდაცვითი აუდიტი ტარდება მისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 4. საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ გარემოსდაცვითი აუდიტის შედეგების გაცნობა, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან საწარმოო საიდუმლოებას. 5. გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. |