Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 15071 მეურვეობისა და მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანო გარდამავალ პერიოდში. 1. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს 2009 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულების (ორგანიზაციის), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების ნაცვლად ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები. 2. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წესს 2009 წლის 1 იანვრამდე ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისი დამტკიცება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს არა უგვიანეს 2008 წლის 15 ივნისისა. |