Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 12 განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვა. 1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მოქმედებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ვადით. 2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი უქმდება, თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. 3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმება არ იწვევს უკვე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების) გაუქმებას. ნებისმიერი ლიცენზია/ნებართვა ძალაშია, თუ იგი არ გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა დაუყოვნებლივ უბრუნდება ინვესტორს. 5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. |