Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 14
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 სასამართლო აქტების გაცნობის უფლება. 1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქმეში მონაწილე პირებს შეუძლიათ სასამართლოს კანცელარიაში გაეცნონ საქმის თაობაზე გამოტანილ სასამართლო აქტებს, აგრეთვე სასამართლოსათვის წარდგენილ მასალებს. 2. მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლო აქტებისა და ადმინისტრაციული საქმის სხვა მასალის ასლები სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით. დოკუმენტის ასლის გადაღებისათვის აუცილებელ ხარჯებს ანაზღაურებს მხარე. ასლის გადაღებისათვის სხვა რაიმე გადასახდელის მოთხოვნა არ შეიძლება. 3. მხარეებს გასაცნობად არ წარედგინებათ სასამართლო აქტების პროექტები, აგრეთვე სხვა მოსამზადებელი მასალები. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის და იმ პირის ზუსტი მონაცემები, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 1. მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს. სასამართლო სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, გადასახადის გადამხდელი და ის პირი, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება). 3. მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ. მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 5. მოსამართლის ბრძანება დგება ოთხ ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – გადასახადის გადამხდელს, მესამე − იმ პირს, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში. 6. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვისთანავე. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. 7. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 8. საჩივარს სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში. 9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/2/1520 – ვებგვერდი, 11.03.2025წ. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. 2. მოსამართლე შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე. 3. შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 21 ბ) ეკონომიკური აგენტი/მხარე/დაინტერესებული მხარე, რომელმაც სააგენტოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს; გ) ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა და ვადა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. 7. ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. |