FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  14

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა.
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში და იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს ამ ინფორმაციის გაცნობის უფლება.
2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს სამსახურებრივი მიზნებისათვის აუცილებელ რაოდენობამდე.
3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლს/თარგმანს ენიჭება იგივე საიდუმლოობის გრიფი, რომელიც მინიჭებული აქვს ამ ინფორმაციის დედანს. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლი/თარგმანი ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ამ ინფორმაციის დედანი.
4. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ითარგმნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
5. „სრულიად საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შეიძლება გამრავლდეს მხოლოდ ინფორმაციაზე ამ გრიფის აღმნიშვნელი უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობით.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  14

6. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება ან თარგმნა შეიძლება შეზღუდოს ან აკრძალოს ამ ინფორმაციაზე გრიფის აღმნიშვნელმა უფლებამოსილმა პირმა.