Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი article 112 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი. 1. სხდომის დროს იწარმოება ოქმი. 2. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს: ა) ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; გ) განხილვის დრო და ადგილი; დ) სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა; ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა; ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა; ზ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგის აღწერა. 3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ. |