Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 13
პროფესიული განათლების შესახებ article 39 გარდამავალი დებულებები. 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები − პროფესიული კოლეჯები და საზოგადოებრივი კოლეჯები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად მოპოვებული ავტორიზაციის მქონე კოლეჯებად ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, ხოლო მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები − ავტორიზებული კოლეჯების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებად. 1 -1. კოლეჯს/საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია განახორციელოს მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ა) ავტორიზაციის დარჩენილი ვადით; ბ) კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ხელახალი ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში. 1-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე. |
პროფესიული განათლების შესახებ article 39 1-1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და აღნიშნულ პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ავტორიზაციის პროცესში შეფასების საგანი არ არის. 14. ავტორიზაციის ვადის გასვლის/ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ პროფესიული სტუდენტის მობილობა და გადავიდნენ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. |
პროფესიული განათლების შესახებ article 39 15. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, აგრეთვე ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმები. 16. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის უწყვეტობის მიზნით ავტორიზაციის გავლა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უწევთ/უწევდათ, უფლება აქვთ, საავტორიზაციო განაცხადი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინონ 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განრიგით. 1-6 პუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზებულად ჩაითვალონ იმავე პუნქტით გათვალისწინებულ საავტორიზაციო განაცხადზე წარმოების დასრულებამდე. |
პროფესიული განათლების შესახებ article 39 18. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც ახალი საავტორიზაციო განაცხადით გათვალისწინებული არ ყოფილა, დაასრულებინოს სწავლა და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ პერიოდში ეს პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებულად. 1-9პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის უფლება გავრცელდეს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საავტორიზაციო განაცხადის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენა 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ უწევდათ. ამ პერიოდში განხორციელებული ქმედებები ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად. 1-9 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში. |
პროფესიული განათლების შესახებ article 39 2. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად დამტკიცებული პროფესიული სტანდარტი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი ჩაითვალოს შესაბამისად ამ კანონის საფუძველზე შექმნილ პროფესიის სტანდარტად და პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტად ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი პროფესიის სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცებამდე. მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ყველა მოქმედება ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულად. 21. კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს დაასრულებინოს სწავლა და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია იმ შემთხვევაშიც, თუ ჩარჩოდოკუმენტის მოქმედების ვადა გასულია ან ჩარჩოდოკუმენტი გაუქმებულია. კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხოს პროფესიული სტუდენტები, თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი განსხვავებულ პირობას არ ადგენს. |
პროფესიული განათლების შესახებ article 39 2-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს მხოლოდ ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ავტორიზაციის პროცესში შეფასების საგანი არ არის. 23. ავტორიზაციის ვადის გასვლის/ავტორიზაციის გაუქმების/ ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ პროფესიული სტუდენტის მობილობა და გადავიდნენ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შორის, ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის მიხედვით შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. |
პროფესიული განათლების შესახებ article 39 24. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული მისანიჭებელი კვალიფიკაცია და განათლების დონე უცვლელია, კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროგრამაზე ახალი მიღების გამოცხადებამდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს შეუსაბამოს და ამის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობოს. აღნიშნული შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარუდგენს ინიციატივას სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ხოლო კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეს პროგრამა ამ უფლებამოსილების ვადით. სხვა შემთხვევაში კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პროგრამაზე ახალი პროფესიული სტუდენტები ჩარიცხოს. |
პროფესიული განათლების შესახებ article 39 3. 2017 წლის 1 სექტემბრიდან, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია ამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შეცვლით და მასთან აღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობაში მოყვანით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, შეცვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის მოქმედების ვადით განახორციელონ აგრეთვე აღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის და მათ მიერ მიღებული განათლება/მათთვის მინიჭებული კვალიფიკაცია/მათზე გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე მათთვის პროფესიული განათლების დაფინანსება ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულად. |
პროფესიული განათლების შესახებ article 39 4. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ქართული ენის მოდული ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ სახელმწიფო ენაში მომზადების მოდულად. 5. 2019 წლის 1 იანვრამდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომის ნაცვლად, გასცეს პროფესიული დიპლომი. 6. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესსა და პირობებს ამტკიცებს სამინისტრო. |
პროფესიული განათლების შესახებ article 39 9. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების ხელმძღვანელთა კონკურსის წესით დანიშვნა. ამ პუნქტის შესაბამისად სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების ხელმძღვანელთა დანიშვნა იწვევს ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას. 10. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა წყარო. ამ კანონის ამოქმედებამდე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაცია ჩაითვალოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციად. 11. სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაციის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. |