FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  38

მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა.
1. სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიების (მათ შორის, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების), მონაცემთა შემდგომი საერთაშორისო გადაცემის წესების, მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს არსებობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის ანალიზის საფუძველზე.
2. იმ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებშიც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნუსხა სულ მცირე 3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაისინჯოს. თუ სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ნუსხაში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებსაც უკუქცევითი ძალა არ ექნება.