FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ნავთობისა და გაზის შესახებ

article  9

საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია.
1. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ასრულებს საწარმო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ნავთობის ეროვნული კომპანიის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  9

საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია. .
2. ამ კანონის 8-1 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია:
    ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ხელშეკრულების პარაფირება სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე;
    ბ) ხელშეკრულებების შესრულებისას საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედება;
    გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;
    დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;
ნავთობისა და გაზის შესახებ

article  9

ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების სააგენტოსთან ერთად კონტროლით;
    ვ) ყველა სხვა ფუნქცია, რომელთა შესრულებაც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით.
3. საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიას უფლება აქვს:
    ა) დადოს ხელშეკრულება მესამე მხარესთან თავისი სახელით ან აფილირებული კომპანიის საშუალებით;
    ბ) ჩამოაყალიბოს აფილირებული კომპანია და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სამოქალქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებებში სხვა კომპანიებთან და დაწესებულებებთან ერთად; აქედან გამომდინარე იგი უფლებამოსილია შეიძინოს, ფლობდეს, გაყიდოს ან გადასცეს თავისი წილი;
    გ) მონაწილეობა მიიღოს კოოპერაციულ და პარტნიორულ შეთანხმებებში მესამე მხარეებთან საქართველოში და უცხო ქვეყნებში.