FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  15

სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა.
1. მოსამსახურე (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურისა) სამსახურში მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
    ა) თანამდებობაზე/სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი მოსამსახურე − მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
    ბ) თანამდებობაზე კონკურსით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში კონკურსის შედეგების მიხედვით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე;
    გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.
3. დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია პირი დანიშნოს არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
4. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, პიროვნული და საქმიანი თვისებების/უნარ-ჩვევების და შესაძლებლობების თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
5. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგის დადგომისას პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.
პენიტენციური კოდექსი

article  15

6. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება პირის თანამდებობაზე/სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.
7. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაყვანა ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება.
8. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება პირის მიერ დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა პირს ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში.