Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 9 კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები. 1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებებია: ა) ოპერატიული ღონისძიებები – ოპერატიული საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ღია ან/და ფარული მეთოდების გამოყენებით. ოპერატიული ღონისძიებების სახეები განისაზღვრება სპეციალური სამსახურების სამართლებრივი აქტებით; ბ) ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები – ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის ნაწილი; ისინი ხორციელდება უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირების სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2. ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებებია: ა) ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა; ბ) ფარული კინო- და ფოტოგადაღება; გ) სატელევიზიო კამერების და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება; დ) ელექტრონული თვალთვალი; ე) საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი; ვ) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; ზ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება. 3. ელექტრონული თვალთვალის სახეებია: ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 9 ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა. |