Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 381 სასერტიფიკაციო ნიშანი. 1. სასერტიფიკაციო ნიშანი არის სასაქონლო ნიშნის სახე, რომელიც სერტიფიცირებულ საქონელს განასხვავებს არასერტიფიცირებული საქონლისგან საქონლის მასალის, წარმოების პროცესის, ხარისხის, სიზუსტის ან სხვა მახასიათებლის (გარდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა) მიხედვით. 2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი (მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი), თუ მისი საქმიანობა დაკავშირებული არ არის იმ საქონლის წარმოებასთან ან მიწოდებასთან, რომლისთვისაც მოითხოვება სასერტიფიკაციო ნიშნის დაცვა. 3. სასერტიფიკაციო ნიშანზე სრულად ვრცელდება ამ კანონით სასაქონლო ნიშნისთვის დადგენილი მოთხოვნები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |