FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  22

გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია.
1. გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადამხდელმა შეიძლება გადახდის ოპერაციის ავტორიზება განახორციელოს გადახდის ოპერაციის შესრულებამდე ან მის შემდგომ, თუ ამ უკანასკნელის შესახებ გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის არსებობს შეთანხმება.
2. გადახდის ოპერაციის ან გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე თანხმობა გაიცემა გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმებული ფორმით. გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს მიმღების ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით. თანხმობის არარსებობის შემთხვევაში გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა.
3. გადამხდელს შეუძლია გამოითხოვოს თავისი თანხმობა გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული მომენტისა. გადამხდელს აგრეთვე შეუძლია გამოითხოვოს თანხმობა გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე. თანხმობის გამოთხოვის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულად მიიჩნევა.