Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 74 სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება. 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან. 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია: ა) მინისტრის გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში; ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა; გ) სამხედრო მოსამსახურის შვებულება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა; ე) (ამოღებულია - 24.06.2025, №713); 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან და ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის ვადაში. 4. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, სანივთე ქონების მიღების უფლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. |