Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 1032 სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესი. 1. სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ განახორციელა მშენებლობადამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები (შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) ან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის დარღვევით განახორციელა შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები (შენობა-ნაგებობის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოწყობა და ქანობზე ღიობის/ღიობების გამოჭრა), რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს ან/და რომლებიც არ ცვლის შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდისაგან და ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის გამოსწორებულია ან თუ ეს სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორდება ან მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 1032 2. შენობა-ნაგებობის (ობიექტის) ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მოთხოვნით და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დასადასტურებლად მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. 3. სამართალდამრღვევი სუბიექტის მიერ შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის გამოცემული აქტის, შენობა-ნაგებობის (ობიექტის) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის და განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნის წარდგენის შემდეგ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესით ადასტურებს დარღვევით განხორციელებულ მშენებლობას უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) გათვალისწინებით, რაც იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 1032 4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის/საურავის ან მისი ნაწილის სახით გადახდილი თანხა სამართალდამრღვევ სუბიექტს არ უბრუნდება. 5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობაზე; ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლზე. 6. ამ კოდექსის 46-ე მუხლის 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 15 ოქტომბრის კანონის ამოქმედებამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონაში მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში მშენებლობის განმახორციელებელი პირი. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისა და პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ. |