FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  40

ელექტრონული კატალოგი.
1. ელექტრონული კატალოგი არის წინადადების წარდგენის საშუალება, რომლითაც უზრუნველყოფილია ეკონომიკური ოპერატორის მიერ წინადადების შესყიდვის პირობებით დადგენილი წესით წარდგენა. საჯარო შესყიდვის პროცედურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელებისას, აგრეგირებული საჯარო შესყიდვის განხორციელებისას ან საჯარო შესყიდვის ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს წინადადების შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენა. ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენილ წინადადებას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც მას ავსებს.
2. ელექტრონულ კატალოგს საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად ეკონომიკური ოპერატორი ადგენს შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ფორმისა და სპეციფიკაციების შესაბამისად. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ის შესყიდვის ობიექტი/ობიექტები, რომელთან/რომლებთან დაკავშირებითაც წინადადებები ელექტრონული კატალოგის ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი.
3. წინადადების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარსადგენად შემსყიდველი ორგანიზაცია:
    ა) ამის შესახებ უთითებს შესყიდვის პირობებში;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  40

ბ) ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას (მათ შორის, ფორმასა და სპეციფიკაციებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ელექტრონული კატალოგი) უთითებს შესყიდვის პირობებში.
4. თუ ჩარჩოშეთანხმება ელექტრონული კატალოგების გამოყენებით რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან დაიდო, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს ჩარჩოშეთანხმების მონაწილეებს შორის კონკურენტული პროცესის განახლებული ელექტრონული კატალოგების საფუძველზე გამართვა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ერთ-ერთ შემდეგ მეთოდს იყენებს:
    ა) იწვევს პრეტენდენტებს შესყიდვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული, განახლებული ელექტრონული კატალოგების წარსადგენად;
    ბ) ატყობინებს პრეტენდენტებს, რომ იგი აპირებს წარდგენილი ელექტრონული კატალოგებიდან შეაგროვოს შესყიდვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული წინადადებების შესადგენად საჭირო ინფორმაცია. ასეთი შესაძლებლობის გამოყენება დასაშვებია, თუ ეს მითითებულია ჩარჩოშეთანხმების შესყიდვის პირობებში.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  40

5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია სარგებლობს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით, იგი ვალდებულია აცნობოს პრეტენდენტებს დღე და საათი, როდესაც იგი აპირებს ინფორმაციის შეგროვებას, და მისცეს მათ უფლება, უარი თქვან ინფორმაციის შეგროვებაზე. შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს გონივრულ ვადას. შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველმა ორგანიზაციამ პრეტენდენტებს უნდა წარუდგინოს შეგროვებული ინფორმაცია და უნდა მისცეს მათ საშუალება, დაადასტურონ, რომ ამ ფორმით არსებული წინადადება არსებით შეცდომებს არ შეიცავს, ან გააპროტესტონ ასეთი შეცდომების არსებობა.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  40

6. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში ზოგიერთი შესყიდვის ხელშეკრულებისთვის გამიზნული წინადადებების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენა. შემსყიდველმა ორგანიზაციამ ელექტრონული კატალოგის ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია დადოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ პირობით, რომ დინამიკური შესყიდვის სისტემაში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ განაცხადს ერთოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ფორმით და დადგენილი სპეციფიკაციების დაცვით შედგენილი ელექტრონული კატალოგი. კანდიდატები ამ კატალოგს მას შემდეგ ავსებენ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია მათ მიაწვდის ინფორმაციას შესყიდვის ხელშეკრულების ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით დადების განზრახვის შესახებ.