FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  97

საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი.
1. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. საქართველოს სახალხო დამცველი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებული ბავშვის უფლებათა დაცვისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით.
3. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებებია:
    ა) ამ კოდექსისა და ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში არსებული საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების აღსრულების მონიტორინგი;
    ბ) ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
    გ) ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე სათანადო რეაგირება ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  97

დ) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პოპულარიზაციის და შესაბამის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება;
    ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვა.
4. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე აკონტროლებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ კოდექსის შესრულებას.
5. საქართველოს სახალხო დამცველი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ.
6. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალური სატელეფონო მომსახურების ცხელი ხაზის მეშვეობით, უწყვეტად − ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში (24/7) იღებს ზარებს ბავშვის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, აღრიცხავს ამ დარღვევებს და აღნიშნულ ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს აწვდის.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  97

7. საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.