Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 35 1. გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით. 2. რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი და მუდმივი. 3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე. 4. პატარა გემისა და ზომამცირე გემის რეგისტრაცია მუდმივია და ყოველწლიურად განახლდება. 5. დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ყოველწლიურ დამოწმებას. 6. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით, რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან შესაბამისი გემისთვის უცხო ქვეყნის სათანადო რეესტრში სახელმწიფოს საზღვაო დროშით ნაოსნობის უფლების შეჩერების ვადის შესაბამისად, რომელიც 2 კალენდარულ წელს არ უნდა აღემატებოდეს. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი პერიოდით, რომელიც აღნიშნული გემის ძირითადი დროშის სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში 2 კალენდარულ წელზე მეტი არ უნდა იყოს. 7. გემს აქვს სახელი, რომელსაც მას ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც შეიძლება შეიცვალოს გემთმფლობელის მოთხოვნით. |