FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

პენიტენციური კოდექსი

article  59

პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
1. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ან/და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო უზრუნველყოფის ფარგლებში.
2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის (მონაცემების) შეგროვება, დამუშავება და ანალიზი ერთ-ერთი შემდეგი მიზნით:
    ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილება და გამოვლენა;
    ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება;
    გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც შეიძლება უშუალო საშიშროება შეუქმნას მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის ოპერატიული დანაყოფები.
პენიტენციური კოდექსი

article  59

4. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში სამსახურის ოპერატიული დანაყოფი უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ინფორმაცია  (მონაცემები) მოიპოვოს ღია და ფარული წყაროებიდან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“−„ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად. ამასთანავე, იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
5. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის დაწყების საფუძველია სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან/და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს სათანადო საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები.
პენიტენციური კოდექსი

article  59

6. სამსახურის ოპერატიული დანაყოფის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციაში (მონაცემებში) შესაძლო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამის შესახებ დაუყოვნებლივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
7. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების დანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში.
8. პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საპროკურორო ზედამხედველობა და სასამართლო კონტროლი.
9. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებული ინფორმაციის (მონაცემების) დამუშავების, შენახვის, გაცნობისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
პენიტენციური კოდექსი

article  59

10. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.