Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 38 ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე. 1. კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების ამ კანონით განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ცხოველთა სამყაროს შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე. 2. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ნადირობა, თევზჭერა, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა. 3. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნის ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა რეგულირდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. |
კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 38 4. ქობულეთის აღკვეთილში და კოლხეთის დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიებზე (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები) შეიძლება მთლიანად აიკრძალოს ან შეიზღუდოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ცალკეული სახეები და სხვა საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა სამართლებრივ ნორმებთან. 5. კოლხეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა ხორციელდება მასში გაერთიანებული დაცული ტერიტორიის (ტერიტორიების) შესაბამისი რეჟიმით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა გათვალისწინებით. |