FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) კონფლიქტი – 1989–1992 წლებში და მის შემდგომ პერიოდში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტი ან/და საქართველოს სხვა რეგიონებში ქართველ და ოს მოსახლეობას შორის დაპირისპირება;
    ბ) ბინადრობის უფლება – თავდაპირველი საცხოვრებლით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლება;
    გ) თავდაპირველი საცხოვრებელი – იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი, სადაც მას ჰქონდა ბინადრობის უფლება დატოვების მომენტში;
    დ) თავდაპირველი მცხოვრები – პირი, რომელსაც ჰქონდა ბინადრობის უფლება თავდაპირველ საცხოვრებელში;
    ე) იძულებით გადაადგილებული პირი – კონფლიქტის შედეგად საქართველოს ფარგლებს გარეთ ან საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი;
    ვ) კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლებით განსაზღვრული პირები; ვ-1) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები;
    ზ) ნათესავი – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი;
    თ) ოჯახის წევრი – მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, პაპა-ბებია, შვილიშვილი, და-ძმა;
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

article  2

ი) რეკონსტრუქცია – უძრავი ქონების სახეცვლილება, რომლის შედეგადაც არსებითად შეიცვალა ქონების ფართობი და საბაზრო ღირებულება;
    კ) საცხოვრებელი – საცხოვრებლად განკუთვნილი უძრავი ქონება;
    ლ) სხვა უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი უძრავი ქონება, რომელიც მყარად დგას მიწაზე;
    მ) ქონებრივი რესტიტუცია – კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება;
    ნ) შემდგომი მცხოვრები – პირი, რომელიც ამჟამად კეთილსინდისიერად ან არაკეთილსინდისიერად ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის თავდაპირველ საცხოვრებელს.