FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  661

მიზნობრივი დაქვითვები.
1. უფლებების მართვის საფასურის მაქსიმალური ოდენობა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის 20 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლებების სამართავად გაწეული დასაბუთებული და დადასტურებული ხარჯების მიღმა ნებისმიერი თანხა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხისა, გადაანაწილოს უფლების მფლობელებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფლებების სამართავად გაწეული ხარჯები შეგროვებული ჰონორარის 20 პროცენტზე ნაკლებია.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული ჰონორარის ნაწილი აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ ორგანიზაციის იმ ფონდების საქმიანობისთვის, რომელთა მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების, რომელთა ინტერესებშიც მოქმედებს ეს ორგანიზაცია, შემოქმედებითი და სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნობრივი დაქვითვები გამოიყენება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებით დადგენილი წესით.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  661

3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელს მიაწოდოს ინფორმაცია მისგან უფლების მართვის ნებართვის მიღებამდე შეგროვებული ჰონორარიდან უფლებების მართვის საფასურისა და სხვა მიზნობრივი დაქვითვების შესახებ.
4. უფლებების მართვის საფასური და სხვა მიზნობრივი დაქვითვები უნდა შეესაბამებოდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელებისთვის გაწეულ მომსახურებებს, მათ შორის, როცა ეს შესაძლებელია, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მომსახურების ჩათვლით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.
5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ სოციალური, კულტურული ან საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მიზნობრივი დაქვითვა გამოიყენება შესაბამისი ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული წესით.