FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  27

1. დამგეგმავი ორგანო სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს განცხადებით და როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით წარუდგენს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტს. სგშ-ის ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს მის მომზადებაში (შედგენაში) მონაწილე პირის (პირების) მიერ, მათ შორის, კონსულტანტის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში). სგშ-ის ანგარიში და მის მომზადებაში (შედგენაში) მონაწილე პირის (პირების) შესახებ ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას. ამ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო აღნიშნულ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო ცენტრი უზრუნველყოფს აგრეთვე ამ განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  27

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების სავარაუდო დროის, ადგილისა და წესის შესახებ.
3. დამგეგმავი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის საექსპერტო კომისიას ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესით. საექსპერტო კომისია 40 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს საექსპერტო დასკვნას.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  27

4. დამგეგმავი ორგანო ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ატარებს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან 40 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხილავენ საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებენ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების ადგილის, დროისა და წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამ კოდექსის  IV თავით დადგენილი წესებისა და საშუალებების გამოყენებით, საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 30 დღისა.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  27

7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციების გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“. სააგენტო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნულ რეკომენდაციებს გაცემიდან 3 დღის ვადაში უგზავნიან დამგეგმავ ორგანოს.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  27

8. სააგენტო სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გაცემულ რეკომენდაციებს 1 დღის ვადაში უგზავნის ცენტრს. ცენტრი გამოგზავნილი დოკუმენტების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ განთავსებას. აღნიშნულ რეკომენდაციებს გაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე განათავსებენ, ხოლო ცენტრი უზრუნველყოფს აგრეთვე ამ რეკომენდაციების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  27

6. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის შედგენას. ეს ოქმი დეტალურად უნდა ასახავდეს სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს. ამ ოქმს ხელს აწერს და მისი სისწორისთვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო. დამგეგმავი ორგანო სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმს შედგენიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  27

9. თუ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემიდან 10  წლის ვადაში სტრატეგიული დოკუმენტი არ იქნება მიღებული/დამტკიცებული, დამგეგმავი ორგანო ვალდებულია ხელახლა განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.