FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

აკვაკულტურის შესახებ

article  6

აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭო.
1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესასრულებლად მინისტრის ბრძანებით სამინისტროს სისტემაში იქმნება აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭო.
2. აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს:
    ა) უცხო სახეობის შემოყვანის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის შემუშავებას და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენას;
    ბ) იმ პროცედურების განსაზღვრას, რომლებიც წინ უძღვის უცხო სახეობის გაშვებას;
    გ) უცხო  სახეობის  შემოყვანის  რისკების  ანალიზს და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; დ)  სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის აკვაკულტურის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო ასპექტებისა და მათი დანერგვის შესახებ კონსულტაციების გაწევას და რეკომენდაციების წარდგენას;
    ე) მინისტრის მიერ აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოსთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.