FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  239

პარლამენტის დაცვა.
1. პარლამენტისა და პარლამენტის წევრთა დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
2. პარლამენტის აპარატი პარლამენტის დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. პარლამენტის სასახლეში ყველასთვის, მათ შორის, პარლამენტის წევრისთვის, დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღისა და ცივი იარაღის ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით.
4. პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის უზრუნველსაყოფად პარლამენტი უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადაამოწმოს პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, მოქალაქეობა, ფოტოსურათი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები.