Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული კავშირების შესახებ article 13 ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება. 1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს შრომის კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) პირობების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვასა და გადაწყვეტაში. 2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა, მიტინგი, დემონსტრაცია, სხვა მასობრივი საპროტესტო აქცია. 3. პროფესიული კავშირის მიერ გაფიცვის ან სხვა საპროტესტო აქციის საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარებისას აკრძალულია მის ჩასახშობად ნებისმიერი ფორმის საპასუხო ქმედების განხორციელება. |