Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ამნისტიის შესახებ article 5 1. პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით შესაბამისი განცხადება უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2. თუ ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვება შეუძლებელია, პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს შესაბამისი თანხის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შეტანით. 3. ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი: |
ამნისტიის შესახებ article 5 ა) პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე უნდა წარუდგინოს შესაბამის პროკურორს; ბ) პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე უნდა წარუდგინოს შესაბამის სასამართლოს; გ) პირმა, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია და რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, უნდა წარუდგინოს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. სასამართლო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებს გამოითხოვს ამ კანონით დადგენილი წესით; დ) ძებნილმა პირმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, უნდა წარუდგინოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. |
ამნისტიის შესახებ article 5 4. თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ პროკურორი იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის მისთვის წარდგენიდან 24 საათში. სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი ამ კანონის შესაბამისად. |
ამნისტიის შესახებ article 5 5. თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ სასამართლო იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად. |