Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 41 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 14 კვირისა და არაუგვიანეს 12 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებები და დაწესებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობას. ყველა აღნიშნული უწყებისა და დაწესებულების მიერ საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ცნობების შემდეგ ან საკონკურსო კომისიის წევრთა წარდგენის ვადის გასვლიდან 7 დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს საკონკურსო კომისიის პირველ სხდომას. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის ვადაში ამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი. აღნიშნული დებულება საჯაროდ ქვეყნდება. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 41 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. შერჩეული კანდიდატურების რაოდენობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სხვადასხვა სქესის კანდიდატების წარდგენა. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 1 კანდიდატურას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 41 6. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურის წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თუ საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს კენჭისყრით ვერ აირჩევს ან თუ კანდიდატი კენჭისყრამდე უარს იტყვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 41 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადა. 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი ცხადდება და საკონკურსო კომისია იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. ამ საკონკურსო კომისიის წევრები არიან: ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი; ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ე) საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი; |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 41 7. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე იქნა არჩეული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ იქნა არჩეული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომდევნო დღიდან. 8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. პირი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №416 – ვებგვერდი, 03.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №543 – ვებგვერდი, 14.05.2025წ. |