Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 46 შერწყმის შესახებ ინფორმაციის ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდება. 1. გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) და მიმღები საინვესტიციო ფონდი ვალდებული არიან შერწყმის შესახებ სათანადო და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ ერთეულის მფლობელებს, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება თავიანთ ინვესტიციაზე შერწყმის გავლენისა და ამ კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის თაობაზე. 2. შერწყმის შესახებ ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა მიეწოდოს შერწყმის განხორციელებაზე საზედამხედველო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღისა გამოსყიდვის ან ერთეულის გაცვლის მოთხოვნის უფლებით სარგებლობის საბოლოო თარიღამდე, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. თუ შერწყმის მონაწილე ყველა საინვესტიციო ფონდი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, ერთეულის მფლობელებს შერწყმის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზედამხედველო ორგანოსთვის შერწყმის განხორციელების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ამ პუნქტით დადგენილი წესით. 3. ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 46 ბ) შერწყმის შესაძლო გავლენას ერთეულის მფლობელებზე, მათ შორის, ნებისმიერი არსებითი განსხვავების არსებობას საინვესტიციო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან, ხარჯებთან, მოსალოდნელ შედეგებთან, პერიოდულ ანგარიშგებასთან, შემოსავლიანობის შესაძლო შემცირებასთან მიმართებით და შესაბამის შემთხვევაში ინვესტორებისთვის თვალსაჩინო გაფრთხილებას, რომ მათ მიმართ მოქმედი საგადასახადო რეჟიმი შერწყმის შედეგად შესაძლებელია შეიცვალოს; გ) შერწყმასთან დაკავშირებით ერთეულის მფლობელების უფლებების, მათ შორის, დამატებითი ინფორმაციის მიღების უფლების, დამოუკიდებელი აუდიტორის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ანგარიშის ასლის მიღების უფლების, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის ან გაცვლის მოთხოვნის უფლების, აგრეთვე ამ უფლებების განხორციელების ვადის შესახებ ინფორმაციას; დ) შერწყმასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებსა და შერწყმის დასრულების დაგეგმილ თარიღს; ე) მიმღები საინვესტიციო ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტის ასლს; ვ) შერწყმასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების შესახებ ინფორმაციას, თუ აღნიშნული ხარჯები შესაძლებელია დაეკისროს შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდს ან/და მის ერთეულის მფლობელებს. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 46 4. მოთხოვნის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდების შერწყმის მიმდინარეობისა და ვადების შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინოს შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდების თითოეულ ერთეულის მფლობელსა და საზედამხედველო ორგანოს. |