Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 18 სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულება. 1. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას: ა) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე; ბ) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს (შემცვლელი მოსამსახურე) და გაათავისუფლოს იგი თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადოს, თუ მათი შესრულება წინააღმდეგნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ან უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას მოითხოვს. |
პენიტენციური კოდექსი article 18 3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შესაძლებელია მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით. 4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით დადგენილი ოდენობით. 5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. |