Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 14
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 სივრცითი მონაცემები. 1. სავალდებულოა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში სივრცითი მონაცემების ყველა იმ ნაკრების ასახვა, რომელსაც აწარმოებს, ფლობს ან/და განკარგავს საჯარო დაწესებულება ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. 2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში შეიძლება აისახოს აგრეთვე სივრცითი მონაცემების ის ნაკრებები, რომლებსაც აწარმოებს, ფლობს ან/და განკარგავს ფიზიკური პირი ან/და ისეთი იურიდიული პირი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ არ არის დაფუძნებული. 3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში ასახული სივრცითი მონაცემები იყოფა საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებად და თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრებად. 4. საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებს მიეკუთვნება: ა) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საფუძველი, რომელიც მოიცავს: ა.ა) სახელმწიფო გეგმურ-სიმაღლურ მოდელს, რომელიც ყველა მასშტაბის ტოპოგრაფიული აგეგმვის მთავარი გეოდეზიური საფუძველია და საქართველოს ტერიტორიაზე კოორდინატებისა და სიმაღლეების განვრცობის ერთიან სისტემას ქმნის; ა.ბ) სახელმწიფო სარეფერენციო კოორდინატთა ათვლის სისტემას, რომლითაც განისაზღვრება კარტეზიანული (სამგანზომილებიანი) კოორდინატები (X, Y, Z), გეოდეზიური კოორდინატები (გრძედი, განედი) და სიმაღლე (h, Ell); |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 ა.გ) კარტოგრაფიულ პროექციასა და ბადეს (კილომეტრულს ან გეოგრაფიულს), რომელიც სხვადასხვა მასშტაბის რუკების მათემატიკური საფუძველია; ბ) რელიეფის ციფრული მოდელი − დედამიწის ზედაპირის მოდელი, მიწის მონაცემები ან ბათიმეტრიული მონაცემები, რომლებიც დედამიწის მორფოლოგიას გამოსახავს. სიმაღლური მონაცემები მოიცავს როგორც მიწის, ზღვის ფსკერის (ბათიმეტრია), სანაპირო ზოლის, ისე კვაზიგეოიდალურ სიმაღლურ მოდელს, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება სიმაღლური მაჩვენებლები ქვეყანაში მოქმედ სიმაღლურ სისტემაში; გ) აეროგამოსახულება და კოსმოსური გამოსახულება − დედამიწის ზედაპირის გეორეფერენსირებული გამოსახულება (სურათი), რომელიც აეროსენსორის ან/და კოსმოსური სენსორის მეშვეობით მიიღება; დ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული − საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული და მუნიციპალიტეტების რეესტრში ასახული მონაცემები ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, მისი საზღვრისა და მასში შემავალი დასახლების შესახებ; ე) გეოგრაფიული სახელი (ტოპონიმი) − ბუნებრივი წარმონაქმნის სახელწოდებასთან ან/და ადამიანის მიერ შექმნილი გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებასთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ისტორიულ-კულტურული ან/და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 ვ) მიწის კადასტრი − მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ხაზოვანი ნაგებობის, სერვიტუტის ან/და სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რომელიც გრაფიკულად და ტექსტობრივად არის გამოსახული, აგრეთვე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები (საკადასტრო ზონირების, მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის, ხაზოვანი ობიექტის შესახებ მონაცემები და სხვა მონაცემები), რომლებიც საკადასტრო კარტოგრაფიის ძირითადი მონაცემებია და რომლებითაც დგინდება რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრები და საკადასტრო მახასიათებლები; ზ) მისამართი − სივრცითი ობიექტის, ბინის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის სივრცეში ლოკალიზაციის საშუალება, მისი ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი უნიკალური ტექსტობრივი ჩანაწერი, რომელიც შეიცავს ამ გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ან/და ნუმერაციის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სამისამართო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემი გეოგრაფიული ობიექტის ნომრის, საფოსტო ინდექსის ან/და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 თ) სატრანსპორტო ქსელი − საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტის, საწყლოსნო ტრანსპორტისა და საბაგირო ტრანსპორტის ქსელებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, გზის, ბილიკისა და პირუტყვის გადასარეკი გზის) შესახებ მონაცემები; ი) ჰიდროგრაფია − ზედაპირული წყლის ობიექტის (მდინარის, ტბის, წყალსაცავის, მყინვარის, ჭაობის, ლაგუნის), სანაპირო წყლის, საზღვაო არეალის, ჰიდროგრაფიული აუზისა და ქვეაუზის და მათი მახასიათებლების შესახებ მონაცემები; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 კ) დაცული და მართვადი ტერიტორია − მონაცემები სპეციალური დაცვისადმი ან/და სპეციალური სამართლებრივი რეგულირებისადმი დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე აკვატორიის, სახმელეთო ზონის, რეგიონის ან/და ანგარიშვალდებულების მომცველი ტერიტორიული ერთეულის (სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, დაცული ლანდშაფტის, აღკვეთილის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილის, ზღვის ან/და შიდა წყლების რეგულირებადი ფარვატერის, სანაპირო ზონის მართვის პუნქტის, ნაგავსაყრელის, გეოლოგიური კვლევის ან/და სასმელი წყლის წყაროს რეგულირებადი არეალის, ტერიტორიული და ურბანული დაგეგმარების ინსტრუმენტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ზონის) შესახებ, რომელიც ასეთად მიჩნეულია, სამართლებრივად წესრიგდება ან/და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის ან/და სათანადო საერთაშორისო სამართლებრივი აქტის/აქტების შესაბამისად; ლ) სტატისტიკური მონაცემი − ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია ადგილმდებარეობასთან და რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თითოეული ერთეულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის უნიკალური, სტაბილური იდენტიფიკატორების გამოყენებით წარმოდგენა; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 მ) დემოგრაფია − მოსახლეობის ტერიტორიული განაწილების (მათ შორის, მოსახლეობის მახასიათებლებისა და საქმიანობის სახეების) შესახებ მონაცემები, რომლებიც დაჯგუფებულია გეოგრაფიული ბადის, რეგიონის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ან/და სხვა მახასიათებლის მიხედვით; ნ) შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობის გეოგრაფიული მდებარეობის, გეომეტრიული ფორმის, ფუნქციის, დანიშნულებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ მონაცემები; ო) მიწის საფარი − დედამიწის ზედაპირის ფიზიკური და ბიოლოგიური საფრის (მათ შორის, ხელოვნური ზედაპირის) შესახებ მონაცემები; პ) მიწათსარგებლობა − მონაცემები გეოგრაფიული არეალის არსებული და დაგეგმილი ფუნქციონალური ან/და სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულების შესახებ, რომელიც ხასიათდება მისი დაგეგმვითი კლასიფიკაციის, მიწათსარგებლობის ტიპის, დანიშნულებისა და გამოყენების ფორმის (საცხოვრებელი, ინდუსტრიული, კომერციული, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, რეკრეაციული და სხვა) მიხედვით; ჟ) ნიადაგები − ნიადაგებისა და ქვენიადაგების, მათი კლასიფიკაციის, ზონალობის, სიღრმის, ტექსტურის, ნაწილაკების, ორგანული მასალების სტრუქტურის, შემადგენლობისა და სხვა არსებითი მახასიათებლების შესახებ მონაცემები; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 რ) გეოლოგია − დედამიწის ამგები ქანების შემადგენლობისა და სტრუქტურის, აგრეთვე რელიეფის შესახებ მონაცემები, რომლებიც თემატურად მოიცავს სტრატიგრაფიას, ტექტონიკას, ჰიდროგეოლოგიას (მიწისქვეშა წყლები), გეომორფოლოგიას, გეოლოგიურ საფრთხეებს, სასარგებლო წიაღისეულს, სეისმოლოგიას, გეოფიზიკასა და გეოქიმიას. 5. თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრებს მიეკუთვნება: ა) სახელმწიფო და კომუნალური სერვისები − სახელმწიფო და კომუნალური სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაში მონაწილე ადმინისტრაციული, სოციალური ან/და სხვა სახის დაწესებულებებისა და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემები (მათ შორის, პოლიციის, სხვადასხვა დანიშნულების სამაშველო დანაყოფების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის ობიექტების, კომუნალური მომსახურების ქსელების (ტელესაკომუნიკაციო, წყალმომარაგების, ენერგომომარაგების (თბომომარაგების, ელექტროენერგიით მომარაგების, ბუნებრივი აირით მომარაგების), ჩამდინარე წყლების, მყარი ნარჩენების მართვის, წყალგამწმენდი, საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სხვა სახის კომუნალური მომსახურების ქსელების) და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია), რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 ბ) ჯანმრთელობა და უსაფრთხოება − მონაცემები ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი იმ დაავადების, პათოლოგიის ან/და სხვა უარყოფითი ფაქტორის (ალერგიის, სიმსივნური დაავადების, სასუნთქი გზების დაავადების, ეპიდემიისა და სხვა) გავრცელების გეოგრაფიული არეალის შესახებ, რომელიც პირდაპირ (ჰაერის დაბინძურების, ქიმიკატის გავრცელების, ოზონის შრის შემცირების, ხმაურის გამოწვევის, მიწისზედა, სამომხმარებლო, სარწყავი და სასმელი წყლების ხარისხის გაუარესების, გეოქიმიური პროცესის წარმართვის, სხვა მსგავსი მოვლენის გამო) ან ირიბად (საკვების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის, სხვა მსგავსი ფაქტორის გამო) უკავშირდება გარემოს ხარისხის გაუარესებას; გ) კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა − კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და ობიექტის (არქიტექტურული, არქეოლოგიური, საინჟინრო, ურბანული და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის (ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონის), აგრეთვე მუზეუმის, მუზეუმ-ნაკრძალისა და მათი სამოქმედო არეალების, გამოფენის, კულტურის სახლის, თეატრის, სახლ-მუზეუმისა და სხვა ობიექტების შესახებ მონაცემები; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 დ) მრეწველობა − წარმოების, სამრეწველო ობიექტისა და შესაბამისი პროდუქციის წარმოების ან/და მრეწველობის შედეგად გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და კონტროლის საშუალებების (წყლის გამოყენების, ნარჩენების დამარხვის, სამთო მრეწველობის ობიექტის კონტროლის, სხვა მსგავსი საშუალების) და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემები; ე) ენერგორესურსები − ენერგეტიკული რესურსების (მათ შორის, ნახშირის, ნახშირწყალბადის, ჰიდროენერგეტიკული რესურსის, ბიოენერგეტიკული რესურსის, მზის რესურსის, ქარის ენერგიის (ქარის სიძლიერის გაზომვით და ტოპოგრაფიულ ინფორმაციასთან ერთად (კომპლექსში)), წარსულში ექსპლუატაციის გამო გამოფიტული, მაგრამ აღდგენადი წიაღისეული საწვავის რესურსის (ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლიგნიტის (მურა ნახშირის), ტორფის, ურანის), განახლებადი ენერგორესურსის (ჰიდროენერგიის), ბიოენერგეტიკული რესურსის (ტყის რესურსის, ენერგეტიკული მიზნით გამოყენებადი მარცვლეულის/სასოფლო-სამეურნეო ნარჩენის), გეოთერმული ბუნებრივი სითბური ნაკადის (ენერგიის აღდგენადი და ეკოლოგიურად სუფთა წყაროს) და სხვა ენერგეტიკული რესურსის) შესახებ მონაცემები; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 5 ვ) სასარგებლო წიაღისეული − იმ წიაღისეულის (მინერალური რესურსის) შესახებ მონაცემები, რომლის მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე დონეზე მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებია. სასარგებლო წიაღისეული შეიძლება იყოს ენერგორესურსიც; ზ) აგრო- და აკვაკულტურები − აგრარული მეურნეობის (მცენარეული კულტურების, შინაური ფრინველების, შინაური ცხოველებისა და თევზის მოშენების, მემცენარეობის, მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, სხვა მსგავსი წარმოების არეალის) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურის (სარწყავი სისტემის, სადრენაჟო სისტემის, სათბურის, ფერმის, მოსავლის გადამამუშავებელი მეურნეობის, სასაწყობო მეურნეობისა და სხვა ტიპის ობიექტის) შესახებ მონაცემები; თ) ატმოსფერო − ფიზიკური ატმოსფერული პირობებისა და მათი გავრცელების გეოგრაფიული არეალის შესახებ მონაცემები, რომლებიც მოიცავს საზომ ერთეულს, მოდელს, მათ კომბინაციაზე დაფუძნებულ მონაცემსა და საზომი ერთეულის ადგილმდებარეობას; |