Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 76 პროფესიული სამხედრო სამსახურის ზოგადი პირობები. 1. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − სამხედრო მოსამსახურე) პროფესიულ სამხედრო სამსახურს გადის ამ კოდექსის, მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. პროფესიული სამხედრო სამსახური არის: ა) საკონტრაქტო − კონტრაქტზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი, ვადიანი სამხედრო სამსახური; ბ) არასაკონტრაქტო − უვადო სამხედრო სამსახური. 3. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან რიგითის, პირველი კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის, უფროსი სერჟანტის, მასტერ-სერჟანტის, მთავარი სერჟანტის, ლეიტენანტის, უფროსი ლეიტენანტის, კაპიტნის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები. 4. არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის, პოლკოვნიკის, ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალ-ლეიტენანტის, გენერლის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები. 5. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გასავლელად უფორმდება კონტრაქტი. |
თავდაცვის კოდექსი article 76 6. არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში პრივილეგიის მინიჭების ან/და ვალდებულების განსაზღვრის მიზნით შეიძლება გაუფორმდეს კონტრაქტი. 7. კონტრაქტის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. |